Accessibility links

რუსეთმა მოლდავეთიდან ღვინის იმპორტი შეაჩერა


რუსეთმა შეაჩერა მოლდავეთიდან ღვინის იმპორტი. რუსეთის სანიტარული სამსახურის, „როსპოტრებნადზორის“ განმარტებით, აკრძალვის მიზეზია პრეტენზიები ალკოჰოლური სასმელების ხარისხის მიმართ. როგორც სანიტარული სამსახურის უფროსმა გენადი ონიშჩენკომ აღნიშნა, შეზღუდვა იმოქმედებს, სანამ არ მოაგვარებენ გამოვლენილ დარღვევებს. ღვინის წარმოება და ექსპორტი მნიშვნელოვანი სექტორია მოლდავეთის ეკონომიკაში. მიმდინარე თვეში რუსეთის ვიცე-პრემიერმა დმიტრი როგოზინმა გააფრთხილა მოლდავეთი, რომ მოსკოვი ზომებს მიმართავს, თუ მოლდავეთი უარს არ იტყვის ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების დაგეგმილ ხელმოწერაზე. მოლდავეთიდან ღვინის იმპორტის შეჩერება რამდენიმე კვირაში მოჰყვა რუსეთში უკრაინის შოკოლადის იმპორტის შეჩერებას და დროებითი შეზღუდვების დაწესებას უკრაინიდან ზოგი სხვა ნაწარმის იმპორტზე. უკრაინაც ემზადება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოსაწერად.
XS
SM
MD
LG