Accessibility links

logo-print

კატალონიელები მართავენ აქციას ესპანეთისაგან დამოუკიდებლობის მოთხოვნით


კატალონიელები მართავენ მასშტაბურ აქციას, ესპანეთისაგან მათი რეგიონის დამოუკიდებლობის მოთხოვნით. აქციის მონაწილეები აპირებენ, ჩადგნენ 400-კილომეტრიან ცოცხალ ჯაჭვში, რომელიც საფრანგეთის საზღვრიდან ვალენსიის რეგიონამდე გაიბმება. აქცია ემთხვევა კატალონიის ეროვნულ დღესასწაულს, ანუ „დიადას“. ამ დღეს, 1714 წელს, ადგილობრივი შეიარაღებული რაზმები ესპანეთის მეფე ფილიპე მეხუთის ჯართან ბრძოლაში დამარცხდნენ. რეგიონის პრემიერ-მინისტრის, არტურ მასის განცხადებით, 2014 წელს გაიმართება რეფერენდუმი კატალონიის დამოუკიდებლობის საკითხზე. ესპანეთის ცენტრალური მთავრობა რეფერენდუმს უკანონოდ მიიჩნევს. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, რომელიც გაზეთ „ელ პაისში“ გამოქვეყნდა, კატალონიელების 49% ემხრობა დამოუკიდებლობას. წინააღმდეგია 36%.
XS
SM
MD
LG