Accessibility links

ინდოეთში პროკურორმა სასიკვდილო განაჩენი მოითხოვა ჯგუფურ გაუპატიურებაში დამნაშავედ ცნობილი პირებისთვის


ინდოეთში სასამართლომ მოისმინა ბრალდებისა და დაცვის მხარეების არგუმენტები, სანამ განაჩენს გამოუტანდეს ოთხ პირს, რომელიც დამნაშავედ ცნო ახალგაზრდა ქალის ჯგუფურ გაუპატიურებასა და მკვლელობაში. საქმე ეხება გახმაურებულ ინციდენტს, რომელიც შარშან დეკემბერში, დელის ავტობუსში მოხდა და საპროტესტო აქციები გამოიწვია მთელ ინდოეთში. მოსამართლემ დღეს განაცხადა, რომ პარასკევამდე გამოიტანს განაჩენს. ოთხივე პირი, რომელიც დამნაშავედ ცნეს, ბრალდებებს უარყოფს. მეხუთე ბრალდებულს განაჩენი ჯერ კიდევ აგვისტოში გამოუტანეს - მას, რახან დანაშაულში თანამონაწილეობისას 17 წლის იყო, ანუ, არასრულწლოვანი, სამი წლით პატიმრობა შეეფარდა. კიდევ ერთი ბრალდებული მარტში, საპატიმროს საკანში ჩამოხრჩობილი იპოვეს.
XS
SM
MD
LG