Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიაში კონფლიქტის გარშემო დიპლომატიური ძალისხმევა გააქტიურდა


გააქტიურდა დიპლომატიური ძალისხმევა სირიის შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის პროექტის მოსამზადებლად. პროექტს საფუძვლად დაედება ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს სირიის ქიმიურ იარაღზე საერთაშორისო კონტროლის დამყარებას. დამასკი თანახმაა, ჩააბაროს თავისი ქიმიური არსენალი, რათა თავიდან აიცილოს პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის წინააღმდეგ შეერთებული შტატების შესაძლო სამხედრო ოპერაცია. მაგრამ რუსეთი უარყოფს შეერთებული შტატებისა და საფრანგეთის მოთხოვნას, რომ გაეროს რეზოლუციამ სირიისთვის მძიმე შედეგები გაითვალისწინოს მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ წუხელ განაცხადა, რომ ვაშინგტონი და მისი მოკავშირეები მზად არიან, შანსი მისცენ დიპლომატიურ ძალისხმევას სირიის ქიმიურ არსენალზე საერთაშორისო კონტროლის დასამყარებლად, თუმცა მომზადებული ეყოლებათ სამხედრო ძალები სირიის წინააღმდეგ შესაძლო დარტყმისათვის.
XS
SM
MD
LG