Accessibility links

logo-print

სავარაუდოდ, დღეს გაირკვევა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახალი თავმჯდომარის ვინაობა


დღეს სავარაუდოდ, გაირკვევა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახალი თავმჯდომარის ვინაობა. ამ თანამდებობაზე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საარჩევნო ადმინისტრაციას 9 სექტემბერს წარუდგინა თამარ ჟვანიას, მანუჩარ გამყრელიძისა და კონსტანტინე ამირაჯიბის კანდიდატურები. ფარულ კენჭისყრამდე, რომელიც 17 საათზე დანიშნულ სხდომაზე ჩატარდება, ცსკ-ის წევრები კანდიდატებს ხვდებიან და მათ სამოქმედო გეგმას ეცნობიან. თავმჯდომარის არჩევა დამოკიდებულია კომისიაში კოალიცია ”ქართული ოცნების” 6 წარმომადგენლის პოზიციაზე. თუ რომელიმე კანდიდატი მინიმუმ 4 ხმას მიიღებს, არჩეულად გამოცხადდება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ცსკ-ის თავმჯდომარის არჩევის პროცედურა საქართველოს პარლამენტში გადაინაცვლებს
XS
SM
MD
LG