Accessibility links

თენგიზ გუნავას თქმით, დავით ბაქრაძის და ამომრჩევლების დღევანდელი შეხვედრისთვის "ქართული ოცნება" ზუგდიდში პროვოკაციას ამზადებს


ნაციონალური მოძრაობის პრეზიდენტობის კანდიდატის, დავით ბაქრაძის და ამომრჩევლების დღევანდელი შეხვედრისთვის "ქართული ოცნება" ზუგდიდში პროვოკაციას ამზადებს, - ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა თენგიზ გუნავამ განაცხადა. მისი თქმით, არსებობს ჩანაწერი, საიდანაც ირკვევა, რომ "ქართული ოცნების" ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ლაშა გოგია ორგანიზაცია "დაიცავი საქართველოს" ერთ-ერთ დამფუძნებელს, კახა მიქაიას აქტივისტების შეკრებასა და შეხვედრის ჩაშლას ავალებს. გუნავამ ხელისუფლებას პროვოკაციის აღკვეთისკენ მოუწოდა. გუბერნატორის განცხადება უარყო ”ქართული ოცნების” ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ლაშა გოგიამ, კახა მიქაიამ კი სააგენტო ჯიეიჩენს განუცხადა, რომ ზუგდიდში შესაძლოა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია გაიმართოს. დღესვე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირინე იმერლიშვილმა ”ქართული ოცნების” წევრები გააფრთხილა, რომ არ აყვნენ რაიმე პროვოკაციას, წინააღმდეგ შემთხვევაში პარტიას მკაცრი რეაგირება ექნება. ამომრჩევლებთან ნაციონალური მოძრაობის პრეზიდენტობის კანდიდატის, დავით ბაქრაძის შეხვედრა ზუგდიდში 17 საათზეა დაგეგმილი.
XS
SM
MD
LG