Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ცსკ-ის თავმჯდომარედ თამარ ჟვანია აირჩიეს


საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ახალი თავმჯდომარე ჰყავს. კომისიის წევრებმა თამარ ჟვანია აირჩიეს. მან ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოსტზე შეცვალა ზურაბ ხარატიშვილი, რომელიც რამდენიმე კვირის წინ გადადგა და ახლა საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატია.
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოსტზე 9 სექტემბერს წარადგინა სამი კანდიდატურა - თამარ ჟვანიასთან ერთად, მანუჩარ გამყრელიძისა და კონსტანტინე ამირაჯიბის კანდიდატურები.
XS
SM
MD
LG