Accessibility links

logo-print

თომას მელია საქართველოში რელიგიის თავისუფლებისა და არჩევნების საკითხებით დაინტერესდა


საპრეზიდენტო არჩევნები არის საქართველოს შესაძლებლობა, აჩვენოს, რომ აგრძელებს დემოკრატიულ განვითარებას და აქედან გამომდინარე, ევროატლანტიკური კურსით სვლას, - ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში თომას მელიამ განაცხადა. მისი თქმით, თუ საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლები არჩევნებს სამართლიანად აღიქვამენ და იტყვიან, რომ სახეზეა კანონის უზენაესობა, მედიის თავისუფლება და გამჭვირვალე საარჩევნო გარემო, მათი დასკვნა საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე პირდაპირ გავლენას მოახდენს. მაღალი რანგის ამერიკელი სტუმარი ოთხშაბათს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორესაც შეხევდა და მასთან ერთად რელიგიური თავისუფლების საკითხები განიხილა. "პატრიარქი და დელეგაციის წევრები შეთანხმდნენ, რომ უმცირესობის უფლებებისა და რელიგიური თავისუფლების საკითხებზე საქართველოში მიმდინარე სამოქალაქო დიალოგის პროცესში ძალადობის ადგილი არ არის", - აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც აშშ-ის საელჩოს "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე განთავსდა.
XS
SM
MD
LG