Accessibility links

logo-print

შტეფან ფიულე რუსეთს აკრიტიკებს აღმოსავლეთ სამეზობლოზე ზეწოლის გამო


ევროკავშირის კომისარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფიულე მკაცრად აკრიტიკებს რუსეთის მიერ განხორციელებულ ძალისხმევას, რომელიც მიმართული იმ ქვეყნების დასასჯელად, რომლებიც ბრიუსელთან დაახლოებას ცდილობენ. სტრასბურგში, ევროპარლამენტში გამოსვლისას შტეფან ფიულემ დაუშვებელი უწოდა რუსეთის ნებისმიერ მუქარას, რომელიც ნოემბერში ვილნიუსში დაგეგმილ ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერას უკავშირდება. ფიულეს თქმით, მას მხედველობაში აქვს ნებისმიერი სახის ზეწოლა, მათ შორის ენერგომატარებლების ფასებით მანიპულირება, სავაჭრო შეზღუდვების დაწესება ანდა მუქარა, უსაფრთხოების გარანტიებზე უარის თქმითა თუ სამხედრო თანამშრომლობის შეწყვეტის გზით. ევროკავშირი, კერძოდ, შეშფოთებულია იმ ზეწოლით, რასაც რუსეთის ვილნიუსის სამიტის მოახლოების წინ სომხეთზე, მოლდავეთსა და უკრაინაზე ახორციელებს.
XS
SM
MD
LG