Accessibility links

logo-print

პუტინი აშშ-ს აკრიტიკებს სტატიაში, რომელიც „ნიუ-იორკ ტაიმსმა“ გამოაქვეყნა


აშშ-ის გაზეთ „ნიუ-იორკ ტაიმსში“ გამოქვეყნდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის სტატია, რომელშიც პუტინი აშშ-ს აფრთხილებს, ნუ განახორციელებს სამხედრო დარტყმას სირიაზე. „სირიაზე შესაძლო დარტყმა გამოიწვევს კიდევ უამრავ უდანაშაულო მსხვერპლსა და კონფლიქტის ესკალაციას, რომელიც არ არის გამიცხული, რომ სირიის საზღვრებს გასცდეს“, - წერს პუტინი. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ეჭვი იმის თაობაზე, რომ სირიაში მომწამვლელი აირი იყო გამოყენებული, არ არსებობს, თუმცა პუტინი ირწმუნება, რომ აკრძალული იარაღი გამოიყენა ოპოზციამ, სირიაში დასავლეთის სამხედრო ინტერვენციის პროვოცირების მიზნით. პუტინი აღნიშნავს, რომ მსოფლიოში სულ უფრო მეტი ადამიანი ხედავს შეერთებულ შტატებში არა დემოკრატიის მოდელს, არამედ ქვეყანას, რომელიც თავის პოზიციას მარტო ძალაზე ამყარებს. „ნიუ-იორკ ტაიმსში“ ამ სტატიის გამოყენების ფონია აშშ-ისა და რუსეთის საგარეო უწყებათა ხელმძღვანელების, ჯონ კერისა და სერგეი ლავროვის შეხვედრისათვის მზადება. ისინი დღეს ჟენევაში განიხილავენ რუსეთის გეგმას, რომელიც სირიის ქიმიური იარაღის განადგურებას ითვალისწინებს.
XS
SM
MD
LG