Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს ცხადდება კონკურსი საზოგადოებრივი მაუწყებელის გენერალური დირექტორის პოსტზე


საქართველოში დღეს გამოცხადდება კონკურსი საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე. სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ემზარ გოგუაძის განმარტებით, მოქმედი კანონმდებლობით, საბჭოს 30 დღე ექნება კანდიდატთა განსახილველად. როგორც ცნობილია, სამეურვეო საბჭომ რამდენიმე დღის წინ გიორგი ბარათაშვილი გაათავისუფლა გენერალური დირექტორის თანამდებობიდან.
XS
SM
MD
LG