Accessibility links

logo-print

მსოფლიოში შეშფოთებას იწვევს ცნობა, რომ ჩრდილოეთმა კორეამ ბირთვული რეაქტორი აამუშავა


მსოფლიოში შეშფოთებას იწვევს შეერთებული შტატების ერთ-ერთი კვლევითი ინსტიტუტის ცნობა, რომ ჩრდილოეთმა კორეამ ისევ აამუშავა იონბიონის ბირთვული რეაქტორი. ამ ცნობას ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ამერიკა-კორეის ინსტიტუტი ავრცელებს, თანამგზავრიდან 31 აგვისტოს მიღებულ ფოტომასალაზე დაყრდნობით. ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელის, იუკია ამანოს განცხადებით, მისი სააგენტო ცნობებს თვალს ადევნებს, მაგრამ ჯერ არ არის გარკვეული ვითარებაში. ხოლო ჩრდილოეთ კორეის საკითხში შეერთებული შტატების საგანგებო წარმომადგენლის, გლინ დევისის აზრით, რეაქტორის ამუშავებაზე ინფორმაცია, თუ სიმართლეა, „ძალიან სერიოზული საკითხი“ იქნებოდა. რუსეთი აცხადებს, რომ მართლაც შეინიშნება იონბიოის ობიექტზე აქტივობის ნიშნები, მაგრამ არ არსებობს მტკიცებულება, რომ რეაქტორი მართლაც აამუშავეს. ჩრდილეოთმა კორეამ 2007 წელს დახურა იონბიონის რეაქტორი ექვსმხრივ მოლაპარაკებაზე მიღწეული შეთანხმებით, რომელიც ითვალისწინებს ფხენიანის განიარაღებას მისთვის დახმარების მიწოდების სანაცვლოდ. წელს აპრილში ფხენიანმა გამოაცხადა, რომ ისევ აპირებს რეაქტორის გახსნას.
XS
SM
MD
LG