Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნავალნი სასამართლოში ასაჩივრებს მოსკოვის მერის არჩევნების შედეგებს


რუსმა ოპოზიციონერმა ალექსეი ნავალნიმ სასამართლოში გაასაჩივრა მოსკოვის მერის არჩევნების შედეგები, რომელთა მიხედვითაც არჩევნების პირველივე ტურში გაიმარჯვა მოქმედმა მერმა, სერგეი სობიანინმა. ნავალნიმ და მისი გუნდის წევრებმა დღეს მოსკოვის საქალაქო სასამართლოში მიიტანეს 20-მდე ყუთი, სავსე მასალებით, რომლებიც მათი განმარტებით ასაბუთებს კენჭისყრის გაყალბების ფაქტს. არჩევნების ოფიციალური შედეგებით, სობიანინს ერგო ხმების 51%, რაც საკმარისია საიმისოდ, რომ არ ჩატარდეს არჩევნების მეორე ტური. მეორე ადგილზე გავიდა ალექსეი ნავალნი ხმების 27%-ით. დღეს მოსკოვში გაიმართება მერად სობიანინის იანუგურაცია, რომელზეც პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის დასწრებას მოელიან.
XS
SM
MD
LG