Accessibility links

logo-print

„იმედის“ საინფორმაციო სამსახურმა მუშაობა შეაჩერა


ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო სამსახურმა მუშაობა შეაჩერა, „იმედის“ შენობაში გამნაღმველების მუშაობის გამო. საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, მას არხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა, ბაია ცანავამ უთხრა, რომ „იმედში“ მოხდა იგივე, რაც მოხდა „რუსთავის 2“-ში, სადაც დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები მივიდნენ და განაცხადეს, რომ მიღებული აქვთ შეტყობინება ტელეკომპანიის შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ. მოხდა თანამშრომლების ევაკუაცია, რის შემდეგაც შენობის შემოწმება დაიწყეს. ბაია ცანავას განმარტებით, „იმედს“ არ გააჩნია ალტერნატიული შენობა, საიდანაც სრულფასოვანი მაუწყებლობის გაგრძელებას შეძლებდა, რის გამოც საინფორმაციო სამსახურის მუშაობა შეჩერდა.
XS
SM
MD
LG