Accessibility links

logo-print

ევროპარლამენტი გმობს რუსეთის ზეწოლას „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ქვეყნებზე


ევროპის პარლამენტში დეპუტატების დიდი უმრავლესობის მხარდაჭერით დაამტკიცეს რეზოლუცია, რომელშიც დაგმობილია რუსეთის ზეწოლა „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ წევრ ქვეყნებზე. რეზოლუციაში ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურს სთხოვენ, გაითვალისწინოს, რომ ბოლოდროინდელი პროცესები სცდება ვაჭრობის სფეროს და ბრიუსელის საგარეპოლიტიკურ გუნდს მოუწოდებენ, „ძლიერი მესიჯი გაუგზავნოს აღმოსავლეთის პარტნიორობის წევრ ყველა ქვეყანას, ევროპისაკენ მისწრაფებისა და არჩევანის“ მხარდაჭერის ნიშნად. "აღმოსავლეთის პარტნიორობის" წევრებს შორის საქართველოც არის. მას, უკრაინას და მოლდავეთს იმედი აქვთ, რომ ნოემბერში, ვილნიუსის სამიტზე ხელს მოაწერენ შეთანხმებებს, რომლებიც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებას უკავშირდება. ასოცირების ხელშეკრულება კი მოიცავს ევროკავშირთან თავისუფალი და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას, რომელიც შეუძლებელს ხდის რუსეთის ინიციატივით შექმნილ „საბაჟო კავშირში“ შესვლას.
XS
SM
MD
LG