Accessibility links

logo-print

ფიულე ერევანში შეხვდება "აღმოსავლეთის პარტნიორობის" ქვეყნების მინისტრებს


ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფიულე ერევანში შეხვდება „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს. მოსალოდნელია, რომ ამ არაფოციალური შეხვედრის დაწყებამდე, ფიულე სომხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელ ედუარდ ნალბანდიანს ესაუბრება ერევნის გადაწყვეტილებაზე, გაწევრიანდეს რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედ „საბაჟო კავშირში“. ფიულეს ნათქვამი აქვს, რომ სომხეთის ვალდებულებები, რომლებსაც ის „საბაჟო კავშირში“ შესვლით კისრულობს, შესაბამისობაში ვერ მოვა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებასთან, რომლის პარაფირებაც წელს ნოემბერში, ვილნიუსის სამიტზე უნდა მომხდარიყო. ევროპარლამენტის წინაშე ოთხშაბათს გამოსვლისას, ფიულემ „მიუღებელი“ უწოდა რუსეთის მუქარას, რომლის მიზანიცაა ბრიუსელთან დაახლოებაზე ხელი ააღებინოს „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ წევრ ქვეყნებს. ნალბადიანი აცხადებს, რომ ერევანი კვლავ მიისწრაფვის ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობისაკენ მიუხედავად გადაწყვეტილებისა, რომ „საბაჟო კავშირს“ შეუერთდება.
XS
SM
MD
LG