Accessibility links

logo-print

კერი და ლავროვი განიხილავენ სირიის ქიმიური იარაღის განადგურების გეგმას


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჯონ კერი ჩავიდა ჟენევაში, სადაც დღეს ხვდება რუს კოლეგა სერგეი ლავროვს სირიის ქიმიური იარაღის განადგურების გეგმაზე მოსალაპარაკებლად. დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ ქიმიური იარაღის ამერიკელი და რუსი ექსპერტები. მოსალოდნელია, რომ შეხვედრა, სულ ცოტა, ორი დღე გაგრძელდება. დამასკი თანახმაა, საერთაშორისო კონტროლს დაუქვემდებაროს თავისი ქიმიური არსენალი, რომელიც ამის შემდეგ უნდა განადგურდეს შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ სამშაბათს გამოაცხადა, რომ სამხედრო ძალები მზად იქნებიან სირიის წინააღმდეგ შესაძლო დარტყმისათვის, დიპლომატიური ძალისხმევის წარუმატებლობის შემთხვევაში. სერგეი ლავროვმა ჟენევაში ჩასვლამდე, დღეს ყაზახეთში ვიზიტისას აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ არსებობს სირიაში მშვიდობის შანსი და ის მსოფლიომ ხელიდან არ უნდა გაუშვას. „საჭიროა, უდავოდ, უზრუნველვყოთ, რომ სირია შეუერთდეს კონვენციას ქიმიური იარაღის აკრძალვის შესახებ, რაც გაითვალისწინებს სირიის მიერ ინფორმაციის მოწოდებას ქიმიური იარაღის საცავების ადგილმდებარეობის შესახებ, საერთოდ, ინფორმაციის მოწოდებას თავის ქიმიურ პროგრამაზე. და ამ საფუძველზე ექსპერტები უკვე შეძლებენ განსაზღვრონ, რა კონკრეტული ზომების მიღებაა საჭირო“, განაცხადა ლავროვმა ხუთშაბათს ჟენევაში ჩასვლამდე.
XS
SM
MD
LG