Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ასადი ამბობს, რომ რუსეთის გამო თანხმდება ქიმიური იარაღის ჩაბარებას


სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი აცხადებს, რომ სირია ქიმიურ იარაღზე საერთაშორისო კონტროლის დაწესებას თანხმდება რუსეთის გამო და არა იმის გამო, რომ შეერთებული შტატები სამხედრო დარტყმით დაიმუქრა. რუსეთის ტელევიზიასთან ("როსია 24"-თან) ინტერვიუში, ბაშარ ალ-ასადმა განაცხადა, რომ „აშშ-ის მუქარას არ მოუხდენია გავლენა გადაწყვეტილებაზე ქიმიური იარაღის ჩაბარების შესახებ“. აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ სამშაბათს გამოაცხადა, რომ სამხედრო ძალები მზად იქნებიან სირიის წინააღმდეგ შესაძლო დარტყმისათვის, დიპლომატიური ძალისხმევის წარუმატებლობის შემთხვევაში. ვაშინგტონი ბაშარ ალ-ასადის რეჟიმს ადანაშაულებს 21 აგვისტოს დამასკთან ქიმიური იარაღის გამოყენებაში, რის შედეგადაც, აშშ-ის მონაცემებით, 1400-მდე ადამიანი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG