Accessibility links

მოსკოვში გაიმართა მერად სერგეი სობიანინის მორიგი ვადით ინაუგურაცია


მოსკოვში გაიმართა ქალაქის მერად სერგეი სობიანინის ინაუგურაცია. ცერემონია, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი კირილეც დაესწრნენ, დიდი სამამულო ომის მუზეუმში ჩატარდა. ინაუგურაციაზე სიტყვით გამოსვლისას, სობიანინმა პირობა დადო, რომ განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს უსაფრთხოებას, სატრანსპორტო პრობლემებსა და სოციალურ მომსახურებას. მოსკოვის მერის კვირას გამართული არჩევნების ოფიციალური შედეგებით, სობიანინს ხმების 51% ერგო. მას 27%-ით მოსდევს ოპოზიციონერი კანდიდატი ალექსეი ნავალნი, რომელიც კენჭისყრას გაყალბებულად მიიჩნევს. მან დღეს მოსკოვის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა არჩევნების შედეგი.
XS
SM
MD
LG