Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დააკავეს "რუსთავი 2"-სა და "იმედში" ნაღმების შესახებ ცრუ შეტყობინებების ორი ავტორი


ხუთშაბათს თბილისში, დაახლოებით, ორი საათის ინტერვალით მოხდა ტელეკომპანიების "რუსთავი 2"-ისა და "იმედის" თანამაშრომელთა ევაკუაცია სატელეფონო შეტყობინების გამო, რომ შენობები დანაღმული იყო. შეტყობინებები მიიღო შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრმა. ტელეკომპანიების ოფისების შემოწმებამ ნაღმის არსებობა არ დაადასტურა. ორივე ფაქტზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების მუხლით. შსს-ს განცხადებით, უკვე დაკავებული არიან ორივე ცრუ შეტყობინების ავტორები. ბოლო კვირის განმავლობაში გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრმა უკვე მესამედ მიიღო ცრუ შეტყობინება. 6 სექტემბერს ცენტრს მოქალაქემ აცნობა, რომ ქუთაისში პარლამენტის შენობა იყო დანაღმული, რაც შემოწმების შედეგად არ დადასტურდა. ცრუ შეტყობინების გამო პოლიციამ იმავე დღეს დააკავა ხაშურის მკვიდრი.
XS
SM
MD
LG