Accessibility links

logo-print

სირიის პრეზიდენტი: სირია მომავალ დღეებში შეიტანს განაცხადს, ქიმიური იარაღის საერთაშორისო კონვენციაში გასაწევრიანებლად


სირიის პრეზიდენტმა, ბაშარ ალ-ასადმა განაცხადა, რომ თავისი ქვეყანა ამ დღეებში შეიტანს შესაბამის დოკუმენტებს, ქიმიური იარაღის საერთაშორისო კონვენციაში გაწევრიანების მიზნით. რუსეთის ტელეარხ „როსია-24-თან“ ინტერვიუში, ასადმა თქვა, რომ სირია კონვენციაში გაწევრიანების შემდეგ, ერთ თვეში საერთაშორისო მეთვალყურეებს გადასცემს ინფორმაციას თავისი ქიმიური იარაღის რაოდენობის თაობაზე. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი სკეპტიკურად შეხვდა ასადის განცხადებას. პრესკონფრენციაზე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინგისტრ სერგეი ლავროვთან მოლაპარაკებს შემდეგ, კერიმ თქვა: სირიის რეჟიმის სიტყვები, ჩვენი აზრით, არ არის საკმარისი“. ლავროვმა ამის შემდეგ განაცხადა, რომ სირიის ქიმიური იარაღის განადგურების შემდეგ დამაკსის წინააღდმეგ ყოველგვარი სამხედრო დარტყმა საჭირო აღარ იქნება.
XS
SM
MD
LG