Accessibility links

logo-print

ბიშკეკში "შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის" სამიტი დაიწყო


ყირგიზეთის დედაქალაქში „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ სამიტი დაიწყო. ყირგიზეთის პრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი მიესალმა სამიტის მონაწილეებს, რის შემდეგაც რუსეთის, ჩინეთის, ყირგიზეთის, ყაზახეთის, უზბეკეთისა და ტაჯიკეთის ლიდერების სამიტი დახურულ კარს მიღმა გაგრძელდა. სამიტის მიზანია ეკონომიკის განვითარებისა და რეგიონული უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ხელშეწყობა. შეკრებას შეუერთდებიან ავღანეთის, ირანისა და მონღოლეთის პრეზიდენტები, აგრეთვე - ინდოეთისა და პაკისტანის დელეგაციები. ირანის პრეზიდენტი ჰასან როჰანი პირისპირ შეხვედრებს გამართავს რუსეთის, ჩინეთისა და ავღანეთის პრეზიდენტებთან. ორმხრივი შეხვედრები აქვს დაგეგმილი ავღანეთის პრეზიდენტსაც. რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციამ“ ყურადღება უნდა მიაქციოს უსაფრთხოებას ავღანეთში.
XS
SM
MD
LG