Accessibility links

logo-print

ჯონ კერი და სერგეი ლავროვი სირიაზე მოლაპარაკებებს აგრძელებენ


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აგრძელებენ მოლაპარაკებებს რუსეთის გეგმაზე, რომელიც სირიის ქიმიური იარაღის საკითხის გადაჭრას ისახავს მიზნად. ვაშინგტონისა და მოსკოვის მიდგომებს შორის განსხვავება აშკარა იყო მას შემდეგ, რაც ხუთშაბათს გაერომ დაადასტურა, რომ სირიამ წარადგინა დოკუმენტი ქიმიური იარაღის მსოფლიო კონვენციასთან შეერთებისთვის. კერიმ განაცხადა, რომ სამხედრო მუქარა ძალაში უნდა დარჩეს იმის უზრუნველსაყოფად, რომ სირიის ლიდერმა ბაშარ ალ-ასადმა ქიმიური იარაღის მარაგი ჩააბაროს საერთაშორისო მეთვალყურეებს. ლავრვომა განაცხადა, რომ, რუსეთის გეგმით, სამხედრო ჩარევა საჭირო აღარ იქნება. სირიის ლიდერმა რუსეთის ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ სირია დათანხმდა ქიმიური იარაღის ჩაბარებას არა აშშ-ის სამხედრო მუქარის, არამედ რუსეთის დიპლომატიის გამო.
XS
SM
MD
LG