Accessibility links

logo-print

ავღანეთში თალიბანი თავს დაესხა აშშ-ის საკონსულოს


პარასკევს დილით ავღანეთის დასავლეთში მდებარე ქალაქ ჰერატში თალიბანის მეამბოხეები თავს დაესხნენ აშშ-ის საკონსულოს. პოლიციის განცხადებით, მოკლულია ორი სამართალდამცავი და 5 თავდამსხმელი. აშშ-ის საკონსულოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ საკონსულოს თანამშრომლები არ დაშავებულან. ჰერატის პროვინციის გუბერნატორმა რადიო თავისუფლების ავღანურ სამსახურს განუცხადა, რომ საკონსულოს შენობიდან 60 მეტრის მანძილზე თვითმკვლელმა თავდამსხმელმა დანაღმული ავტომანქანა ააფეთქა, შემდეგ კი სხვა თავდამსხმელებმა ცეცხლი გაუხსნეს სამართალდამცავებს. თალიბანის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მისი დაჯგუფებაა თავდასხმაზე პასუხისმგებელი. თავდასხმიდან ერთ საათში, ავღანეთის პოლიციამ განაცხადა, რომ აკონტროლებს ვითარებას და უშიშროების ძალები გადარჩენილ თავდამსხმელებს ეძებენ. ავღანეთის პოლიციის ინფორმაციით, ტერიტორიაზე აშშ-ის საგანგებო ძალები შევიდნენ.
XS
SM
MD
LG