Accessibility links

logo-print

ხანძარმა რუსეთის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში 37 ადამიანი იმსხვერპლა


გამომძიებლების თანახმად, 37 ადამიანი დაიხოცა ხანძრის შედეგად, რომელიც რუსეთის ნოვგოროდის რეგიონში, ფსიქიატრიულ საავამყოფოში გაჩნდა. რეგიონული საგამოძიებო კომიტეტის თქმით, ნანგრევებში 10 გვამს უკვე მიაგნეს. სახანძრო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვაენელმა, ბორის ბორზოვმა თქვა, რომ „შენობას, რომელიც დაახლოებით 600 კვადრატულ მეტრს მოიცავს და რომელიც მთლიანად ხისა იყო, მეყსეულად მოედო ცეცხლი“. ხანძარი სოფელ ლუკაში მდებარე კლინიკაში საღამოხანს მოხდა. ცნობით, დახოცილებს შორის არის მედდა, რომელიც ცდილობდა პაციენტებს დახმარებოდა. შემთხვევის დროს შენობაში 60 ადამიანი იყო, რომელთა შორს იყვნენ შეზღუდული შესაძლებლობების პირებიც. 20-მდე პაციენტი ევაკუირებულ იქნა. რამ გამოიწვია ხანძარი, იძიებენ. ეს უკვე მეორე ხანძარია წელს რუსეთის ფსიქიატიურ საავადმყოფოებში. აპრილში, მოსკოვის მახლობლად ფსიქიატრიულ საავადმყოფოში 38 ადამიანი დაიხოცა ხანძრის შედეგად.
XS
SM
MD
LG