Accessibility links

logo-print

ლუკაშენკო მშვიდობის დარგში "ანტინობელის პრემიის" ლაურეატი გახდა


ბელორუსიის პრეზიდეტი, ალეკსანდრ ლუკაშენკა მშვიდობის დარგში „ანტინობელის პრემიის“ 2013 წლის ლაურეატი გახდა საჯარო ტაშის აკრძალვის გამო. პრემიების გადაცემა ჩატარდა ჰარვარდის უნივერსიტეტში. საჯარო ტაში ბელორუსიაში აიკრძალა ორი წლის წინ, მას მერ, რაც ბელორუსიის ოპოზიციამ მოაწყო საპროტესტო აქციები, როცა მდუმარედ უკრავდა ტაშს. 2011 წლის მინსკის სასამართლომ ჯარიმა დააკისრა ცალხელა მოქალაქეს, რომელმაც ეს აკრძალვა დაარღვია. „ანტინობელის პრემია“ სატირული, პაროდიული პრემიაა, რომელსაც მიანიჭებენ შესაბამის პირებს საქმიანობისთვის, რომელიც ადამიანებს ჯერ გააცინებს, შემდეგ კი დაფიქრებისკენ უბიძგებს.
XS
SM
MD
LG