Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთში, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტი გაიმართა


ბიშკეკში, ყირგიზეთის დედაქალაქში გაიმართა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის ერთდღიანი სამიტი, რომელიც ეკონომიკურ განვითარებას და უსაფრთხოების საკითხებს ეძღვნებოდა. ერთ-ერთი მთავარი თემა შეხვედრაზე ავღანეთია, ამ ქვეყნიდან საერთაშორისო კოალიციის ჯარის გაყვანა 2014 წელს.
სამიტზე, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ თეირანს აქვს უფლება გამოიყენოს ბირთვული ენერგია სამშვიდობო მიზნებისთვის. ორგანიზაციის სამიტზე გამოსვლისას, პარასკევს, პუტინმა თქვა, რომ თეირანის უფლებაა გაამდიდროს ურანი და შეაქო ირანის მზადყოფნა, გახსნას თავისი ბირთვული პროგრამა. სამიტის შემდეგ პუტინი თავის კოლეგა, ირანის პრეზიდეტ ჰასან როჰანის შეხვდა. ბიშკეკის სამიტში მონაწილეობდნენ შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი ქვეყნების, რუსეთის, ჩინეთის, ყირგიზეთის, ყაზახეთის, უზბეკეთის და ტაჯიკეთის, ასევე მეთვალყურე სახელმწიფოების, ავღანეთის, ირანის და მონღოლეთის პრეზიდენტები, მათთან ერთად კი ასევე მეთვალყურე, ინდოეთის და პაკისტანის დელეგაციები.
XS
SM
MD
LG