Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მთავრობა რუსეთის კიდევ ერთ უკანონო ქმედებად და ოკუპაციის გაგრძელებად აფასებს ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებას


საქართველოს მთავრობა რუსეთის კიდევ ერთ უკანონო ქმედებად და ოკუპაციის გაგრძელებად აფასებს პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილებას, რომ რუსეთმა მის მიერ აღიარებულ სამხრეთ ოსეთთან ხელი უნდა მოაწეროს შეთანხმებას სახელმწიფო საზღვრის შესახებ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებული დოკუმენტის პროექტი ფედერაციის მთავრობამ აგვისტოს ბოლოს მოიწონა და პრეზიდენტს გაუგზავნა, 12 სექტემბერს კი ვლადიმირ პუტინმა ოსურ მხარესთან მოლაპარაკება საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა. დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა თბილისში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შვეიცარიის მეშვეობით მოსკოვს შესაბამისი საპროტესტო ნოტა ჯერ კიდევ 5 სექტემბერს გაეგზავნა მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ რუსეთის მთავრობის ინიციატივა შეიტყო. დავით ზალკალიანის განმარტებით, საპროტესტო ნოტაში აღნიშნულია, რომ ნებისმიერი მსგავსი შეთანხმების გაფორმება საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევაა, არანაირი იურიდიული ძალა არ ექნება და ბათილად იქნება ცნობილი.
XS
SM
MD
LG