Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ღარიბაშვილი: ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ავტორები უმკაცრესად დაისჯებიან


ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ავტორები უმკაცრესად დაისჯებიან - ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა საქართველოს შს მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, კანონმდებლობის გამკაცრების ინიციატივით სამინისტრო პარლამენტს უახლოეს ხანში მიმართავს. "შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ გუშინდელი ბოროტი ხუმრობის სერია ორგანიზებული იყო, თუმცა ცრუ შეტყობინების ავტორთა შორის აღმოჩნდნენ 10-12 წლის ბავშვები” - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მან მშობლებს მაქსიმალური ყურადღების და შვილებისთვის მსგავსი ბოროტი ხუმრობის აუკრძალვისკენ მოუწოდა. 12 სექტემბერს შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრმა მიიღო 4 ცრუ შეტყობინება ტელეკომანიების, რუსთავი 2-ის და იმედის შენობების და თბილისის საერთაშორისო აეროპორტის დანაღმვის შესახებ. პოლიციამ იმავე დღეს დაადგინა ავტორთა ვინაობა, რომელთაგან 2 მოზარდი აღმოჩნდა. შსს-ს ცნობით, არასრულწლოვნები მშობლებთან ერთად დაიკითხნენ და სიტყვიერი გაფრთხილება მიიღეს, ორი სრულწლოვანი მოქალაქე კი დააკავეს და მათ წინააღმდეგ გამოძიება ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების მუხლით მიმდინარეობს.
XS
SM
MD
LG