Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქუთაისის მერის გადადგომის სურვილი დაკმაყოფილდა


ქუთაისის საკრებულომ ქუთაისის მერის დიმიტრი კოპალიანის განცხადება თანამდებობიდან გადადგომის შესახებ, დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე დააკმაყოფილა. გადაწყვეტილებას მხარი დეპუტატთა უმრავლესობამ დაუჭირა. კენჭისყრაში ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა” არ მონაწილეობდა.
ქუთაისის საკრებულოს თავმდჯდომარეს რამაზ მარგველაშვილს ფრაქცია “ ნაციონალურმა მოძრაობამ” ახალი მერის ასარჩევად ერთობლივი კონსულტაციების გამართვა შესთავაზა. მერის განცხადების დაკმაყოფილებას სხდომათა დარბაზში უკმაყოფილება მოჰყვა. დიმიტრი კოპალიანმა გადადგომის შესახებ განცხადება ორი დღის წინ დაწერა. კოპალიანი ქუთაისის მერად საკრებულომ 5 ივლისს აირჩია.
XS
SM
MD
LG