Accessibility links

logo-print

ბან კი-მუნი: გაეროს ანგარიში დაადასტურებს სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტს


გაეროს გენერალური მდივნის, ბან კი-მუნის განცხადებით, გაეროს ანგარიში, რომელიც მომავალ კვირაში უნდა გამოქვეყნდეს, დაადასტურებს, რომ ქიმიური იარაღი იქნა გამოყენებული გასულ თვეში დამასკთან, მეამბოხეების კონტროლქვეშ მყოფ გარეუბანზე განხორციელებული თავდასხმისას. ანგარიშს ამზადებს ქიმიური იარაღის ექსპერტთა დელეგაცია, რომელმაც ეს გარეუბანი მოინახულა. ბან კი-მუნს არ უთქვამს, ვინ, რომელმაც მხარემ გამოიყენა ქიმიური იარაღი, მაგრამ აღნიშნა, რომ სირიის პრეზიდენტს ჩადენილი აქვს „მრავალი დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ“.
XS
SM
MD
LG