Accessibility links

logo-print

პაკისტანში იძიებენ ხუთი წლის გოგონას მხეცურად გაუპატიურების საქმეს


პაკისტანში იძიებენ ხუთი წლის გოგონას მხეცურად გაუპატიურების შემთხვევას. პროვინცია პენჯაბის პოლიციის უფროსმა დღეს პაკისტანის უზენაეს სასამართლოს ანგარიში ჩააბარა ამ ბოროტმოქმედების გამოძიების წინასწარ შედეგებზე. როგორც პაკისტანის მასმედია იტყობინება, პოლიციამ დაადასტურა, რომ გოგონა გააუპატიურეს. ბავშვი პარასკევს ღამით იპოვეს კრიტიკულ მდგომარეობაში საავადმყოფოს წინ, ქალაქ ლაჰორში. მანამდე, დღისით ის დაიკარგა. პენჯაბის იუსტიციის მინისტრმა, რანა სანაულამ პარასკევს პირობა დადო, რომ ამ ბოროტმოქმედების ჩამდენნი სასჯელის განსაკუთრებული ზომით დაისჯებიან.
XS
SM
MD
LG