Accessibility links

შტეფან ფიულეს თქმით, ბრიუსელს კვლავაც სურს ერევანთან ურთიერთობების გაღრმავება


გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარმა შტეფან ფიულემ განაცხადა, რომ ბრიუსელს კვლავაც სურს ერევანთან ურთიერთობების გაღრმავება იმ შემთხვევაშიც კი, თუკი სომხეთი რუსეთის მიერ დომინირებულ საბაჟო კავშირში შევა. რადიო თავისუფლებასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ფიულემ გაიმეორა, რომ სომხეთი არ შეიძლება ერთდროულად იყოს საბაჟო კავშირის წევრიც და, ამავე დროს, ხელი მოაწეროს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, რომელიც უფრო მჭიდრო სავაჭრო და პოლიტიკურ კავშირებს უხსნის გზას. ფიულეს თქმით, ევროკავშირს სურს მოისმინოს, როგორია ერევნის ხედვა ევროკავშირსა და სომხეთს შორის ურთიერთობების შესახებ. ევროკომისარმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთს არ უნდა აშინებდეს ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამა, რომელიც საბოლოოდ ხელს შეუწყობს თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნას ლისაბონიდან ვლადივოსტოკამდე.
XS
SM
MD
LG