Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთ ავღანეთში თვითმკვლელის მიერ ავტომობილის აფეთქების შედეგად დაიღუპა სულ ცოტა სამი სამოქალაქო პირი


სამხრეთ ავღანეთში თვითმკვლელის მიერ ავტომობილის აფეთქების შედეგად დაიღუპა სულ ცოტა სამი სამოქალაქო პირი და ექვსი დაიჭრა. ხელისუფლების ცნობით, მანქანა აფეთქდა ყანდაარის აეროპორტისკენ მიმავალ გზაზე. როგორც პროვინცია ყანდაარის ადმინისტრაციის წარმომადგენელი იტყობინება, როგორც ჩანს, თავდასხმის სამიზნე იყო ნატოს ავტოკოლონა, რომელიც ინციდენტიდან ერთ კილომეტრზე იმყოფებოდა. უცხოელ და ავღანელ სამხედროთაგან არავინ დაშავებულა. მომხდარისთვის პასუხისმგებლობა თალიბანმა იკისრა. თალიბანმა იკისრა ასევე პასუხისმგებლობა პარასკევს ჰერათში, შეერთებული შტატების საკონსულოზე განხორციელებული თავდასხმისთვის. ამ თავდასხმას ავღანეთის უსაფრთხოების ძალების ორი წარმომადგენელი ემსხვერპლა. მოკლულია ცხრა თავდამსხმელი.
XS
SM
MD
LG