Accessibility links

logo-print

შაბათს კაიროში ახალი შეტაკებები მოხდა


შაბათს კაიროში ახალი შეტაკებები მოხდა. სასამართლოს შენობასთან, სადაც მანამდე განახლდა ექს-პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქის საქმე, შეიკრიბნენ მუბარაქის მომხრეები და მიმდინარე წლის 3 ივლისს ჩამოგდებული ისლამისტი პრეზიდენტის, მოჰამედ მურსის მომხრეები. დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა. მოსამართლემ საქმის განხილვა 19 ოქტომბრისთვის გადადო.
XS
SM
MD
LG