Accessibility links

გაერო ოფიციალურად მიიღო სირიის განაცხადი, შეუერთდეს ქიმიური იარაღის კონვენციას


გაეროს თანახმად, მან ოფიციალურად მიიღო სირიის განაცხადი, შეუერთდეს ქიმიური იარაღის კონვენციას. შაბათს გაერომ გამოაცხადა, რომ სირია 14 ოქტომბრიდან შეუერთდება ამ ხელშეკრულებას. სირიის მიერ კონვენციის ხელმოწერა არის ნაწილი რუსეთისა და შეერთებული შტატების გეგმისა, რომლის მიზანია, თავიდან იქნეს აცილებული სირიაზე სამხედრო დარტყმები. გეგმის თანახმად, სირიის ქიმიური შეიარაღება უნდა განადგურდეს ან ქვეყნის ტერიტორიიდან იქნეს გატანილი 2014 წლის შუა პერიოდამდე. აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ თუკი დიპლომატია შედეგს ვერ გამოიღებს, „შეერთებული შტატები მზად იქნება, იმოქმედოს.“ პენტაგონის თანახმად, აშშ-ის ჯარები კვლავაც შესაძლო იერიშისთვის მზადყოფნის მდგომარეობაში იმყოფებიან. რუსეთ-ამერიკის შეთანხმებას მიესალმნენ დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, საფრანგეთი და ირანი. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანმა თქვა, რომ შეერთებულ შტატებსა და მის მოკავშირეებს აღარა აქვთ სირიაზე თავდასხმის საბაბი.
XS
SM
MD
LG