Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში დაჭრეს პოლიციელი ქალი


სამხრეთ ავღანეთის ჰელმანდის პროვინციაში დაჭრეს მაღალჩინოსანი პოლიციელი ქალი. ავღანეთის ხელისუფლების ცნობით, პოლიციელმა სერიოზული დაზიანებები მიიღო შეიარაღებული თავდასხმისას, რომლის მონაწილეთა ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. ორი თვის წინ ჰელმანდში მოკლეს მაღალჩინოსნის წინამორბედი ქალიც. პროვინციის გუბერნატორის წარმომადგენლის განცხადებით, პოლიციელს ცეცხლი გაუხსნეს პოლიციის შტაბთან, ჰელმანდის დედაქალაქ ლაშქარ გარში. ადამიანის უფლებათა დამოუკიდებელი კომისია აცხადებს, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ავღანეთში გახშირებულია ძალადობა ქალთა მიმართ. დონორი ქვეყნები შიშობენ, რომ ქალთა უფლებების დაცვის საქმეში მიღწეული წარმატება, შესაძლოა, წყალში ჩაიყაროს მას შემდეგ, რაც ქვეყანას ნატოს ძალები დატოვებენ.
XS
SM
MD
LG