Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყს აფეთქებების ტალღამ გადაუარა


ერაყს გადაურა აფეთქებების ახალმა ტალღამ, რომელმაც უწინარესად ქვეყნის შიიტური რაიონები დააზარალა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაღუპულია 40-ზე მეტი ადამიანი. დაღუპულთა დიდი ნაწილი მოდის ქალაქ ჰილაზე, რომელიც ბაღდადის სამხრეთით მდებარეობს. ადგილობრივ ბაზარში აფეთქდა ორი ავტომანქანა, რასაც, სულ ცოტა, 15 ადამიანი ემსხვერპლა. სხვა აფეთქებები მოხდა ბაღდადში და მის სამხრეთით მდებარე დასახლებებში.
XS
SM
MD
LG