Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბავარიის არჩევნებში ლიდერობენ მერკელის პარტიის მოკავშირეები


გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის მთავარი პოლიტიკური მოკავშირეები აცხადებენ, რომ მათ მოიპოვეს გამარჯვება ბავარიის პარლამენტის არჩევნებში. ეს არჩევნები ითლება ერთგვარ ინდიკატორად მომავალი საყოველთაო არჩევნებისა, რომელიც 22 სექტემბერს უნდა გაიმართოს. ეგზიტ-პოლების მიხედვით, ქრისტიანულ-სოციალურმა კავშირმა ხმათა 49 პროცენტი დააგროვა და ამით რეგიონულ პარლამენტში უმრავლესობა მოიპოვა. ეს პარტია ნახევარ საუკუნეზე მეტია, ბავარიაში სათავეში უდგას საკანონმდებლო ხელისუფლებას.
XS
SM
MD
LG