Accessibility links

logo-print

ბათუმში დაკავებული მოჭიდავის ახლობლები მის მიმართ ძალადობაზე საუბრობენ


ბათუმში დაკავებულ მოჭიდავეს, ფირუზ წულუკიძესა და მის მწვრთნელს, თემურ ბახუნდარაძეს ბრალი წაუყენეს. დაკავებულთა ადვოკატის, პაატა ბერიძის თქმით, პროკურატურამ მათ ბრალი წაუყენა სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლით, რომელიც გულისხმობს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით. „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ. „ინფო-9“ იუწყება, რომ დაკავებულთა ახლობლებს შეხვდა უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე. დაკავებულთა ოჯახის წევრები პოლიციის მხრიდან ცემის ფაქტებზე საუბრობენ. წულუკიძე და ბახუნდარაძე 13 სექტემბერს საღამოს დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, პირი, რომელმაც ბათუმში, პოლიციის მიმართულებით ცეცხლი გახსნა, რუსეთის მოქალაქე იუსუფ ლაკაევია. შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ინფორმაციით, ლაკაევი საქართველოს ტერიტორიაზე არალეგალურად იმყოფებოდა და ამავე გზით აპირებდა თურქეთში გადასვლას. სწორედ მასთან ერთად იმყოფებოდნენ დაკავებული მოჭიდავე და მისი მწვრთნელი. სროლის შედეგად დაიჭრა სამი პირი.
XS
SM
MD
LG