Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში მოკლეს მაღალჩინოსანი პოლიციელი ქალი


ავღანელი ოფიციალური პირების ცნობით, სამხრეთში მდებარე ჰელმანდის პროვინციაში მოკლეს მაღალჩინოსანი პოლიციელი ქალი, ლეიტენანტი ნიგარი. ჰელმანდის გუბერნატორის და პოლიციის წარმომადგენლების ცნობით, ნიგარი ორშაბათს დილით საავადმყოფოში გარდაიცვალა. ის ქალაქ ლაშქარ გაში პოლიციის შტაბბინასთან ფეხით მიდიოდა, როცა წუხელ ესროლეს მოტოციკლიანმა შეიარაღებულმა პირებმა. ნიგარს გამომძიებლად მუშაობის შვიდწლიანი სტაჟი ჰქონდა. ნიგარი ჰელმანდის პროვინციაში ყველაზე მაღალი რანგის პოლიციელი ქალი გახდა მას შემდეგ, რაც ივლისში მოკლეს მისი წინამორბედი - ისიც ქალი. მკვლელობა ცხადყჰოფს, რამდენად მწვავეა საფრთხე, რომელიც ავღანეთში ემუქრება საზოგადოებაში აქტიურ ქალებს.
XS
SM
MD
LG