Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

16 სექტემბერს დაიწყო ახალი სასწავლო წელი


16 სექტემბერს დაიწყო ახალი სასწავლო წელი
please wait

No media source currently available

0:00 0:01:19 0:00
გადმოწერა

საქართველოში დღეს დაიწყო ახალი, 2013-14 სასწავლო წელი. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროზე დაყრდნობით, „ინტერპრესნიუსის“ სააგენტო იუწყება, რომ საქართველოში სულ 2332 სკოლაა. მათ შორის კერძოა 247, ხოლო საჯარო - 2085. სასკოლო მერხებს დღეს 600 ათასზე მეტი მოსწავლე მიუჯდება. როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ, სკოლებს შორის გრძელდება მობილობის პროცესი და მოსწავლეთა რაოდენობრივი შეფარდება კერძო და საჯარო სკოლებს შორის შეიცვლება. რაც შეეხება უმაღლეს სასწავლებლებს, საქართველოში 64 აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებელია. წელს პირველ კურსზე ჩაირიცხა 28 ათასზე მეტი აბიტურიენტი. რაც შეეხება საერთო მაჩვენებელს, ბაკალავრიატში, მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში 120 ათასზე მეტი სტუდენტი სწავლობს.

XS
SM
MD
LG