Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელორუსიაში ასამართლებენ აქტივისტებს, რომლებმაც პატივი მიაგეს ციხეში გარდაცვლილ პატიმარს


ბელორუსიაში ასამართლებენ ხუთ პირს იმის გამო, რომ შეეცადნენ პატივი მიეგოთ იზოლატორში, გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ახალგაზრდა კაცის ხსოვნისთვის. ხუთი პირი შაბათს დააკავეს წინასწარი დაკავების იზოლატორთან, სადაც ახალგაზრდა კაცი, პტიჩკინი გარდაიცვალა. ჯერ არ არის ცნობილი, რა ბრალდებებს წაუყენებენ მათ - ახლობლებსა და ჟურნალისტებს არ აძლევენ მინსკში დღეს დაწყებულ სასამართლო პროცესზე დასწრების უფლებას. პტიჩკინს ივლისის მიწურულს მიუსაჯეს სამი თვით პატიმრობა, მართვის მოწმობის გარეშე მანქანის ტარების გამო. 3 აგვისტოს ის იზოლატორში გარდაიცვალა. ახლობლებისათვის მიუღებელია ოფიციალური განმარტება, რომ პტიჩკინი გულის შეტევით გარდაიცვალა. ისინი აცხადებენ, რომ გვამს ცემიას და წამების კვალი ეტყობა.
XS
SM
MD
LG