Accessibility links

logo-print

დაღესტანში რელიგიური აქტივისტი მოკლეს


დაღესტანში მოკლეს რელიგიური და სამოქალაქო აქტივისტი, აბდულა გაპაევი. მას ქალაქ ყიზლარში, თავისსავე სახლთან წუხელ ესროლეს დაუდგენელმა შეიარაღებულმა პირებმა. პარტია „სამართლიანთა კავშირის“ აქტივისტმა, ბილალ მაგომედოვმა დღეს უთხრა ჟურნალისტებს, რომ გაპაევი გზაში გარდაიცვალა, როცა ის საავადყმოფოში მიჰყავდათ. მაგომედოვის თქმით, გაპაევი მორწმუნე იყო, მაგრამ არა რადიკალი მუსლიმი.
XS
SM
MD
LG