Accessibility links

ირანი მზად არის აშშ-თან „ნდობის აღსადგენად“


ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ მოჰამად ჯავად ზარიფის განცხადებით, თეირანი მზად არის შეერთებულ შტატებთან „ნდობის აღსადგენად“ ირანის სადავო ბირთვული პროგრამის საკითხში. ამ შინაარსის განცხადება ზარიფმა ლიბანის საინფორმაციო ტელეარხ „ალ-მაიადინთან“ ინტერვიუში გააკეთა ერთ დღეში მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ტელეკომპანია ABC-ის პროგრამაში თქვა, რომ მან და ირანის პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ ერთმანეთს წერილები გაუგზავნეს. ობამას ამ განცხადების შემდეგ გამოითქვა ვარაუდი, რომ ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის მიმდინარეობისას შესაძლოა, ობამას და როჰანის შეხვედრა გაიმართოს. ორივეს გამოსვლა 24 სექტემბრისთვის არის დაგეგმილი.
XS
SM
MD
LG