Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელორუსიაში დააჯარიმეს აქტივისტები, რომლებმაც პატივი მიაგეს ციხეში გარდაცვლილ პატიმარს


ბელორუსიაში 500 000 რუბლის (42 ამერიკული დოლარის) ჯარიმა შეუფარდეს ოთხ აქტივისტს, რომელმაც სცადა, პატივი მიეგო იზოლატორში, გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ახალგაზრდა კაცის ხსოვნისთვის. მინსკში სასამართლომ ოთხივე პირი დამნაშავედ სცნო უსანქციო საჯარო შეკრების ორგანიზებაში. ოთხი მამაკაცი შაბათს დააკავეს მინსკში, იზოლატორთან, სადაც ახალგაზრდა კაცი, პტიჩკინი გარდაიცვალა. შაბათს დააკავეს პტიჩკინის დაც - ირინა მირანოვიჩი. ის სასამართლომ გააფრთხილა, რომ შესაძლოა, შედეგები მოჰყვეს უსანქციო საჯარო შეკრების ორგანიზების შემდეგ მცდელობას. პტიჩკინს ივლისის მიწურულს მიუსაჯეს სამი თვით პატიმრობა, მართვის მოწმობის გარეშე მანქანის ტარების გამო. 3 აგვისტოს ის იზოლატორში გარდაიცვალა. ახლობლებისათვის მიუღებელია ოფიციალური განმარტება, რომ პტიჩკინი გულის შეტევით გარდაიცვალა. ისინი აცხადებენ, რომ გვამს ცემის და წამების კვალი ეტყობა.
XS
SM
MD
LG