Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს ექსპერტებს აქვთ "დამაჯერებული მტკიცებულებები", რომ სირიაში ქიმიური იარაღი გამოიყენეს


გაეროს ექსპერტების განცხადებით, მათ აქვთ „დამაჯერებელი მტკიცებულებები“, რომ სირიაში 21 აგვისტოს ქიმიური იარაღი იქნა გამოყენებული „სამოქალაქო პირების, მათ შორის ბავშვების წინააღმდეგ“. გაეროს ქიმიური იარაღის ექსპერტების მიერ წარმოდგენილ ანგარიშში ნათქვამია, რომ, სამხილები როგორც მიანიშნებს, ზარინი იქნა გამოყენებული 21 აგვიტოს ხმელეთი-ხმელეთის ტიპის რაკეტებით განხორციელებული იერიშისას, რომელმაც ასობით ადამიანი შეიწირა. გაეროს ექსპერტების ამ ანგარიშს გაეროს გენერალური მდივანი დღეს ოფიციალურად წარმოუდგეს უშიშროების საბჭოს. სირიაში ვიზიტისას, გაეროს ექსპერტებს არ ევალებოდათ იმის დადგენა, თუ ვის ეკისრება პასუხისმგებლობა ქიმიური იარაღის გამოყენებაზე.
XS
SM
MD
LG