Accessibility links

ირაკლი ალასანია ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ავღანეთში


საქართველოს თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში იმყოფება. სამინისტროს ინფორმაციით, 33-ე და 42-ე ბატალიონების სამხედროთა მოსანახულებლად ირაკლი ალასანიასთან ერთად ავღანეთში ჩავიდნენ „ჯარის მეგობართა საზოგადოების“ წევრები. „თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის გმირები და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ აქ თქვენი სამსახური იყოს ბოლომდე უზრუნველყოფილი, ხოლო სამშობლოში თქვენი ოჯახები”, - განაცხადა სამხედროებისადმი მიმართვისას ირაკლი ალასანიამ. მისივე თქმით, ქართველი ჯარისკაცები ავღანეთში იცავენ საქართველოს ღირსებასა და საერთაშორისო უსაფრთხოებას. წარმატებული სამხედრო ოპერაციების, ფართომასშტაბიანი სწავლებების დაგეგმვისა და მართვისას გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისათვის თავდაცვის მინისტრმა ქართველ და ამერიკელ სამხედროებს გადასცა მედლები - „გენერალი მაზნიაშვილი“ და „გენერალი კვინიტაძე.“
XS
SM
MD
LG