Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერგნეთში განიხილეს ღობის აღმართვასთან დაკავშირებული პრობელმები


ერგნეთში დღეს გაიმართა მორიგი შეხვედრა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში. ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო-ს) განცხადებით, რომელიც ერგნეთში ამ შეხვედრასთან დაკავშირებით გავრცელდა, განხილულ საკითხებს შორის იყო ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ ღობეების აღმართვა და უარყოფითი გავლენა, რომელსაც ეს პროცესი ახდენს ადილობრივ მოსახლეობაზე. განიხილეს აგრეთვე მოსავლის აღების პერიოდში ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების საკითხები. საუბარი შეეხო დაკავებული პირების მდგომარეობას. შემდეგი შეხვედრა ერგნეთში 18 ოქტომბერს ჩატარდება. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრები იმართება საქართველოში ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიისა და ეუთოს ორგანიზებით.
XS
SM
MD
LG