Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისევ ცრუ აღმოჩნდა განგაში "იმედში" ნაღმის არსებობის შესახებ


ტელეკომპანია "იმედში" ნაღმის არსებობის შესახებ მორიგი განგაშიც ცრუ აღმოჩნდა. ტელეკომპანიაში, დაახლოებით, 14 საათზე შევიდა ზარი ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ, რის შემდეგაც შენობა გამნაღმველებმა და კონოლოგებმა შეამოწმეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ზარის ავტორი ამჯერადაც არასრულწლოვანია. ნაღმის არსებობის შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანია "იმედში" ბოლო დღეების განმავლობაში უკვე მესამედ დაფიქსირდა.
XS
SM
MD
LG